იან ბლომქვისტი თბილისში

ელექტრონული მუსიკის  ვარსკვლავი, იან ბლომქვისტი საქართველოში ჩამოდის.

გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი თბილისში კომპოზიციებს საკუთარ ბენდთან ერთად შეასრულებს. „მონუმენტ ივენთსის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში გარდა ბლომქვისტისა, მონაწილეობას კიდევ ერთი პოპულარული გერმანელი დიჯეი, ტრეზორის რეზიდენტი დიჯეი რუდე ჰეგელშტეინი მიიღებს.

გარდა უცხოელი ვარკვლავებისა, კინოსტუდიის ტერიტორიაზე დაგეგმილ კონცერტზე მრავალფეროვანი რეპერტუარით ცნობილი ქართველი არტისტებიც გამოვლენ.