თბილისში სტეფან ბოძინი და ნიკოლას მასიეფი ჩამოდიან

თბილისში ელექტრონული მუსიკის ორი ვარსკვლავი – სტეფან ბოძინი და ნიკოლას მასიეფი ჩამოდიან. მუსიკოსები ერთობლივ კონცერტზე კომპოზიციებს, როგორც ძველი, ისე ახალი ალბომებიდან შეასრულებენ.  ე.წ. მელოდიური ტექნოს ვარსკვლავები რამდენიმე ცნობილი ბენდის რემიქსსაც შემოგვთავაზებენ. მასშტაბური მუსიკალური ფესტივალების ჰედლაინერები სტეფან ბოძინი და ნიკოლას მასიეფი მონუმენთ ივენთსის“ ორგანიზებით ჩამოვლენ.

გვანცა გიორგაძის რეპორტაჟი.