ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის

საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით, უკრაინაში 10 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა. დახმარებაში არის ტანსაცმელი, პირველადი მოხმარების ნივთები, არამალფუჭებადი საკვები და მედიკამენტები. საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანის“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, დახმარება ყველა მოქმედ ტაძარში მოქალაქეების აქტიური ჩართულობით შეგროვდა. ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტია უკრაინაში 6 მარტს გაიგზავნა. ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება.