ჩინეთის სატელეკომუნიკაციო კომპანია „ჰუავეი“ პეკინს და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავების მიზეზი ხდება.
აშშ-ის ხელისუფლება ჩინურ კომპანიას სისხლის სამართლის 20-ზე მეტ საქმეს ედავება. „ჰუავეის“ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბრალდებების გაჟღერება აშშ-ს და ჩინეთს შორის არსებულ სავაჭრო ომს დაემთხვა.
პეკინში სკანდალის მიღმა პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ. სავაჭრო-ეკონომიკურ პრობლემურ საკითხებზე მოლაპრაკებები ამ კვირაშივე გაიმართება.
ვაშინგტონში უკვე ჩავიდა დელეგაცია ჩინეთიდან.