„ჰუავეის“ სკანდალი  

ჩინეთის სატელეკომუნიკაციო კომპანია „ჰუავეი“ პეკინს და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავების მიზეზი ხდება.

აშშ-ის ხელისუფლება ჩინურ კომპანიას სისხლის სამართლის 20-ზე მეტ საქმეს ედავება. „ჰუავეის“ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბრალდებების გაჟღერება აშშ-ს და ჩინეთს შორის არსებულ სავაჭრო ომს დაემთხვა.

პეკინში სკანდალის მიღმა პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ. სავაჭრო-ეკონომიკურ პრობლემურ საკითხებზე მოლაპრაკებები  ამ კვირაშივე გაიმართება.

ვაშინგტონში უკვე ჩავიდა დელეგაცია ჩინეთიდან.