ქართველ მეცნიერებს და მკვლევარებს ევროკავშირის ცნობილ საგრანტო პროგრამაზე წვდომა გაუმარტივდებათ.
ინოვაციების და კვლევის პროგრამა Horizon Europe-მ საქართველოში პირველი ოფისი გახსნა. პროგრამა ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა ინოვაციასა და სამეცნიერო კვლევებს აფინანსებს, რისთვისაც წლის განმავლობაში 95 მილიარდ ევროს ხარჯავს. ახლა კი ქართველ მეცნიერებსაც საშუალება ექნებათ, რომ გრანტების მოპოვების პროცესში თანაბარი შესაძლებლობებით ისარგებლონ და უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ. კონკრეტულ კვლევაზე დაფინანსების მისაღებად ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა კოლაბორაცია იყო საჭირო. ერთ-ერთი მთავარი სიახლე ის არის, რომ საგრანტო პროგრამის ხელმძღვანელები ქართველ მკვლევარებს ამ მიმართულებითაც დაეხმარებიან.