ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღნიშნეს – ცერემონიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, ისრაელის ელჩი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წაიკითხეს სპეციალური ლოცვა და აჩვენეს მოკლე ვიდეორგოლიც. ღონისძიების ბოლოს კი სიმბოლურად ექვსი სანთელი აანთეს ჰოლოკოსტის მსხვერპლი ექვსი მილიონი ებრაელის ხსოვნის პატივსაცემად.​