ლიბანის ექსტრემისტული სამხედრო გაერთიანება „ჰეზბოლა“ ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, ლიბანსა და ისრაელს შორის საზღვაო საზღვრის საკითხში ოფიციალური ბეირუთის მხარი დაიჭიროს.
„ჰეზბოლას“ ლიდერმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის ოფიციალური ვიზიტი ბეირუთში უშედეგო და ყალბ დაპირებად შეაფასა. ვაშინგტონმა ლიბანის მთავრობას შესთავაზა, დაადგინოს საზღვაო სახელმწიფო საზღვარი ისრაელთან, რაზეც ბეირუთმა უარი განაცხადა.