Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველო 186 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა 

მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიურ ანგარიშში,  186 ქვეყანას შორის საქართველომ მე-16 ადგილი დაიკავა. Heritage Foundation-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულა 76.2-ია, რაც 0.2 ქულით გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

საქართველო ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის, მეცხრე ადგილს იკავებს და „უმეტესად თავისუფალი“ ქვეყნების ჯგუფშია. საკუთრების უფლების დაცვის კრიტერიუმში,  საქართველოს ქულა გაუმჯობესდა, თუმცა მთავრობის ინტეგრაციისა და სასამართლოს ეფექტიანობის კრიტერიუმში გაუარესდა.

ეს დასკვნა სამთავრობო ხარჯებს, ფისკალურ სიჯანსაღესა და საგადასახადო ტვირთს მოიცავს.

რაც შეეხება რეგულაციების ეფექტიანობის კრიტერიუმს, ამ შემთხვევაში,  საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა სამუშაო ძალისა და მონეტარული თავისუფლების ქვეკრიტერიუმებში, ხოლო ბიზნესის თავისუფლების ქვეკრიტერიუმში  გაუარესდა და 86 ქულა შეადგინა.

თავისუფალი ბაზრების 2 ქვეკრიტერიუმში – ინვესტირებისა და ფინანსურის თავისუფლების კუთხით,  საქართველოს პოზიციები უცვლელი დარჩა.

პრობლემატურ მხარედ სახელდება ნაკლებად განვითარებული საფონდო ბირჟა. მიმდინარე წელს რეიტინგში პირველი ადგილი ჰონგ კონგმა დაიკავა. მას მოსდევს სინგაპური და ახალი ზელანდია.