საქართველოს გაუმჯობესებული პოზიცია მსოფლიო რეიტინგში

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესა. ახალი შედეგით, ჩვენი ქვეყანა ევროპის რეგიონში დაწინაურდა და მეექვსე ადგილზეა. „ჰერითეიჯ ფაუნდეიშენი“, ახალი მონაცემების გამოქვეყნებისას, ოთხი მიმართულებით 12 კრიტერიუმს ეყრდნობა. ეკონომიკური რეფორმების გარდა, ჩამონათვალშია კორუფციის ინდექსი და სასამართლო სფერო.

მანანა დევაძე დაინტერესდა, როგორ აისახება ახალი მაჩვენებელი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე და ზოგადად ბიზნესგარემოზე.