ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზაში „ჰამასის“ მიერ დატყვევებული 212 მძევალი იმყოფება. სავარაუდოდ, ეს რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან სამხედროები უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ. საუბარია 7 ოქტომბრის შემდეგ გატაცებულ ტყვეებზე. მათი ახლობლები ისრაელში საპროტესტო აქციებს მართავენ და ოჯახის წევრების და ახლობლების სახლში დაბრუნებაში საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.