რადიკალური ექსტრემისტული გაერთიანება „ჰამასი“, ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის ზავის დასადებად მზად არის. ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა „ჰამასმა“, ეს გადაწყვეტილება ისრაელის მიერ მათ პოზიციებზე განხორციელებული ავია-იერიშის შემდეგ მიიღო. ისრაელის მთავრობა „ჰამასს“ აფრთხილებს, რომ ესკალაციის შემთხვევაში ავია დარტყმა მათ პოზიციებზე მხოლოდ დასაწყისი იქნება.