„ჰამასი“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მზადაა

12:12, 22.07.2018

რადიკალური ექსტრემისტული გაერთიანება „ჰამასი“,  ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის ზავის დასადებად მზად არის. ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა „ჰამასმა“,  ეს გადაწყვეტილება ისრაელის მიერ მათ პოზიციებზე განხორციელებული ავია-იერიშის შემდეგ მიიღო. ისრაელის მთავრობა „ჰამასს“ აფრთხილებს, რომ ესკალაციის შემთხვევაში ავია დარტყმა მათ პოზიციებზე მხოლოდ დასაწყისი იქნება.

მსგავსი