საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევის ფაქტს ეხმაურებიან და გმობენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. განცხადება გაავრცელა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, ასევე, რამდენიმე წუთის წინ მედიასთან ისაუბრა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. როგორია შეფასებები – ანა ბროლაძე განავრცობს თემას.