უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თავდასხმა ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის გამოძიებაში უცხოელ პარტნიორებს რთავს. უწყების ინფორმაციით, კიბერშეტევის შედეგად მოპარულია ლუგარის ლაბორატორიის დოკუმენტაცია, რომლის გაყალბებული ვერსიაც უკვე ატვირთულია ინტერნეტში. ღია წვდომაში გაშვებული ფალსიფიცირებული დოკუმენტების მიზანი კი გამოძიების განცხადებით, მომხმარებლის დაშინება, დაბნევა და უნდობლობის გაჩენაა.
თავდასხმა პირველი სექტემბრით თარიღდება. 2 სექტემბერს კი ერთ-ერთმა რუსმა დეპუტატმა ალექსეი ნავალნის მოწამვლა, ნივთიერება ნავიჩოკი, საქართველო და ლუგარის ლაბორატორია საკუთარ განცხადებაში გააერთიანა.
გამოძიების დეტალებით და პოლიტიკური სპექტრის შეფასებებით, ანა ბროლაძე გვერთვება პირდაპირ ეთერში.