აგვისტოს ომის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი 15 წლის წინ გამოქვეყნებულ დასკვნაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.
რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ჰაიდი ტალიავინი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოზიცია არ შეუცვლია და დღესაც სრულად ეთანხმება დასკვნაში მოყვანილ შეფასებებს. როგორც ჰაიდი ტალიავინი აცხადებს, მანამდე არსებული დაძაბულობის მიუხედავად, ესკალაციის მიზეზი ცხინვალში რუსი მშვიდობისმყოფელების პოზიციების დაბომბვა გახდა, რამაც კრემლს მისცა საბაბი შემოჭრილიყო საქართველოს ტერიტორიაზე. საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი იმ მტკიცებულებებზეც საუბრობს, რომლებსაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მშვიდობისმყოფელების გარდა, რუსული არმიის დანაყოფებისა და სამხედრო ტექნიკის არსებობა უნდა დაედასტურებინა, თუმცა როგორც ტალიავინი აცხადებს, თხოვნის მიუხედავად, მტკიცებულებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისგან მაშინ ვერ მიიღეს. ტალიავინთან ინტერვიუ უკვე გახდა ურთიერთბრალდებების მიზეზი – რეზონანსული ინტერვიუს დეტალებით თათია ტაბეშაძე.