თბილისის რამდენიმე უბანში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საგანგაშო ნიშნულზეა.
მონიტორინგმა იგივე სურათი აჩვენა ორ რეგიონშიც – ჭიათურასა და ახალციხეში. ბოლო კვლევების შედეგების მიხედვით, ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას რამდენჯერმე აჭარბებს, რაც რისკ-ჯგუფებისთვის განსაკუთრებით საშიშია. ჰაერის ხარისხის გაუარესებას სპეციალისტები გლობალურ დათბობას და დედაქალაქში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს უკავშირებენ.