ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საგანგაშო ნიშნულზეა.
დღეს გამოქვეყნებულ დასკვნაში სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს სასწრაფო ზომების გატარებისკენ მოუწოდებს და პირველ რიგში აქცენტს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის კუთხით გამოვლენილ ხარვეზებზე აკეთებს. ნინო ლომჯარიას შეფასებით, თბილისსა და სხვა ქალაქებში დამონტაჟებული ათი სადგური არასაკმარისია. სახალხო დამცველი ჰაერის დაბინძურების მთავარ მიზეზებს შორის გაუმართავ ავტომობილებს და მშენებლობის დროს დარღვეულ სტანდარტებს ასახელებს და სანქციების გამკაცრებას ითხოვს.