ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთს შეგნებულად აარიდა სამართლებრივი პასუხისმგებლობა. გიორგი ვაშაძის საპასუხოდ მმართველი გუნდის წევრი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლოში მტკიცებულებების დიდი ნაწილი და პროცესის სწორი მიმართულებით წარმართვა სწორედ „ქართული ოცნების“ ჩართულობით მოხდა და საქართველოსთვის დამაზიანებელ პოზიციებს თავის დროზე ყოფილმა სახელისუფლებო პარტიამ თავად დაუჭირა მხარი.