ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი გზა, მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება.
2 კმ-ის სიგრძის ჩამოსასვლელი გზა „აგროჰაბსა“ და „მათე მოტორსს“ შორის გაივლის. პროექტი ოთხზოლიანი ბეტონის გზის, ამსვლელ-ჩამომსვლელი ორ-ორი ზოლით მოწყობას ითვალისწინებს.
გზის მშენებლობის ფარგლებში ასევე მოეწყობა საყრდენი კედლები, წყალამრიდები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარეგანათების ქსელი.
კახა კალაძე ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი ახალი გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ღირებულება 15 მილიონი ლარია და მის განხორციელებას, შვიდი თვე დასჭირდება.