თბილისში მამაკაცი დაჭრეს

თბილისში მამაკაცი დაჭრეს.

წინასწარი ინფორმაციით, ჭრილობები მას ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით მიაყენეს, შემდეგ კი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით მიიყვანეს.

დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შარტავას ქუჩაზე კი სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.