წყლით დაფარული გზები და დატბორილი სახლები – მარტვილის მუნიციპალიტეტის უბნის, ნალეფსაოს მოსახლეობა უკვე თვეებია დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ საავტომობილო გზა 8 თვის წინ, სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის გაყვანის სამუშაოების შემდეგ დაზიანდა. გზის გაუვალობის გამო, სასწრაფო დახმარების მანქანა დანიშნულების ადგილამდე ვერ მიდის, კიდევ უფრო რთული ვითარებაა სკოლამდე მისასვლელ გზებზე. ადგილობრივ მუნიციპალიტეტში პრობლემის შესახებ იციან და ამბობენ, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ბიუჯეტიდან თანხა უკვე გამოყოფილია. სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს უნდა დაიწყოს.