გზავნილები აშშ-დან და სკანდალური ბრალდებები კონგრესმენის მისამართით

რა შემთხვევაში მოხდება ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვა – ეს კითხვა საქართველოში ამერიკელი სენატორისა და კონგრესმენის ორპარტიული ვიზიტის შემდეგაც პასუხის გარეშე დარჩა. 30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის შემდეგ, როგორც ქართული, ისე ამერიკული მხარე მეგობრული ურთიერთობების პერსპექტივას სხვადასხვანაირად ხედავს. მაშინ, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ურთიერთოების გაგრძელების გზად მმართველი გუნდის რიტორიკის ცვლილებასა და გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას ასახელებს.

მმართველი პარტია აქცენტს ბაიდენის ადმინიტრაციის არამეგობრულ გადაწყვეტილებებზე აკეთებს და მეგობარი ქვეყნის ქმედებებში საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას ხედავს. „ქართულ ოცნებაში“ კითხვები აქვთ ვიზიტის მონაწილე კონგრესმენის წარსულთან დაკავშირებითაც.

როგორც ირკვევა, მაიკ ტერნერი ერთ-ერთმა ამერიკულმა ორგანიზაციამ კონგრესის ყველაზე კორუმპირებული წევრების სიაში ორჯერ შეიყვანა. „ოცნების“ ხელისუფლება შტატებთან ურთიერთოების გადატვირთვისთვის მზაობას გამოხატავს, თუმცა კონკრეტულ შემხვედრ ნაბიჯებს პარტნიორი ქვეყნისგან ელოდება.