„გზა მზისკენ“, – ასე ჰქვია თვითნასწავლი მხატვრის, ნუცა დუჩიძის ნახატების გამოფენას, რომელიც „არტ-კაფეში“ მოეწყო. გამოფენაზე სხვადასხვა თემატიკაზე შესრულებული 30-მდე ნამუშევარი გამოიფინა.
თვითნასწავლი მხატვრის ნამუშევრები შესრულებულია შერეული ტექნიკით – პასტელით და აკრილით.
გამოფენა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.