გზა ამერიკულ უცნებამდე  

ცენტრალური ამერიკის ქვეყნების ათასობით მოქალაქე ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიემართება. თუმცა თეთრი სახლის  ხისტი მიგრაციული პოლიტიკიდან გამომდინარე,  მიგრანტებს წინ უამრავი დაბრკოლება ელით.

დონალდ ტრამპი ნაკადის  შესაჩერებლად მექსიკასთან არსებული საზღვრის დახურვით იმუქრება. პარალელურად იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩრდილოეთისკენ მიმავალ მიგრანტებს გაატარებენ,  ვაშინგტონმა შესაძლოა ფინანსური დახმარება შეუწყვიტოს.