გურჯაანი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს. რვაწლიანი ისტორია გრძელდება – წელს ფესტივალი 424 მონაწილესა და 30 000-ზე მეტ სტუმარს აერთიანებს. სტუმრებს საშუალება აქვთ, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიიღონ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში.
გურჯაანში იმყოფება კესო ქაფიანიძე.