გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესის დაწყებისთანავე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ აამოქმედა ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი – ამის შესახებ დავით ზალკალიანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ მომდევნო ესკალაციის თავიდან არიდებისთვის, სხვადასხვა უწყებასთან კოორდინაციით, ყველაფერი გააკეთა. შედეგად, ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი ადგილზე შეჩერებულია.
დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო მისი პარტნიორების დახმარებით, უკანონო ბორდერიზაციის საკითხს სხვადასხვა საერთაშორისო ტრიბუნაზე დააყენებს, ისევე, როგორც ეს 8 აგვისტოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფორმატში მოხდა. განცხადება გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.