შვილის დაღუპვის ამბავს დოდო გუგეშაშვილს სავარაუდოდ ხვალ შეატყობინებენ.
დაჭრილი ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმების შეფასებით მისი მდგომარეობა უკვე სტაბილურია და მას ხვალ პალატაში გადაიყვანენ. სავარაუდოდ ხვალვე ის შვილის პანაშვიდს დაესწრება.
თავდასხმის მოტივზე გაჩენილ ვერსიებზე შეკითხვები აქვთ გუგეშაშვილის მეგობრებს. მათი განცხადებით, კონკრეტულ ვერსიაზე ისინი ვერ ისაუბრებენ, თუმცა მკვლელობასთან დაქირავებული მკვლელის ან რაიმე ბიზნეს ინტერესების კავშირზე ვერსიები მათ კითხვის ნიშნებს უჩენს.