გუდაურში ტურისტულ ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ

გუდაურში ტურისტულ ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ.

ზამთრის სათხილამურო სეზონისთვის ექვსი ახალი საბაგიროს მშენებლობა და ერთი საბაგიროს რეკონსტრუქცია სრულდება.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა ახალ გუდაურთან დამაკავშირებელ გზის მონაკვეთს, მიმდინარეობს სამუშაოები პარკირების სივრცის გაფართოებაზე.

მხარის გუბერნატორის განმარტებით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რომ გუდაური ზამთრის სეზონს სრულად მომზადებული შეხვდეს.