გუდაურში მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ექვსივე პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
პროცესი დისტანციურად წარიმართა. საქმე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ განიხილა. პასუხისგებაში მიცემულ ექვსივე პირს ერთი ადვოკატი იცავს, რომელმაც „მოამბესთან“ განმარტა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციას არ იზიარებს.
ახალგაზრდა მამაკაცი გუდაურში 16 თებერვალს მოკლეს, ერთი კი დაიჭრა. განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მერაბ კობიაშვილია დაკავებული. ასევე, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. პროცესი 24 ივნისისთვის ჩაინიშნა.