გუდაურის წყალმომარაგების სისტემას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს
აზიის განვითარების ბანკი გუდაურის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობას დააფინანსებს. ბანკის გენერალური დირექტორი, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან და წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად იმყოფებოდა. მხარეები არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. მასშტაბური სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება.