გუდაურის განვითარების გეგმა

სამთო სათხილამურო კურორტ გუდაურის განვითარებაზე ისაუბრა მთავრობის სხდომაზე პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, დღევანდელი გუდაური სამჯერ გაიზრდება, მაგრამ ეს იქნება კანონზომიერად დაგეგმილი კურორტი. მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა გუდაურის ქალაქ-მშენებლობითი დოკუმენტაცია დაამტკიცა. პრემიერის შეფასებით, გუდაურში უნდა არსებობდეს საცხოვრებელი და საფეხმავლო ზონები, საჭირო რაოდენობით პარკინგი და სავაჭრო-გასართობი სივრცეები. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კურორტის გეგმის შესაბამისად განვითარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წელს გუდაური და ბაკურიანი თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

მომავალში იგეგმება ტრასების განვითარება ჩრდილოეთის ფერდობზეც, სადაც თოვლი გაცილებით უფრო ხანგრძლივად ნარჩუნდება.