ოპოზიციის ნაწილი პოლიციას პოლიტიკურ მიკერძოებაში ადანაშაულებს. გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ასეთ პოლიციას შემდეგი ხელისუფლება დასჯის. ოპოზიციონერი დეპუტატის ამ განცხადებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა თავად ოპოზიციაში. რიტორიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას ხედავენ პარტია „საქართველოსთვის“ წევრები . სხვები კი მიიჩნევენ, რომ პოლიციელების ნაწილმა საპროტესტო აქციების დროს კანონი დაარღვია და პასუხიც უნდა აგონ.
თათია მაყაშვილი გვიერთდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში.