ეპიდემიოლოგიურ ფონს კიდევ უფრო ამძიმებს მოახლოებული გრიპის სეზონი.
ეპიდემიოლოგები სეზონური ვირუსების აქტიურ გავრცელებას ნოემბრის ბოლოდან, პიკს კი დეკემბერში ვარაუდობენ. ამიტომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. სახელმწიფო ვაქცინაციის პროგრამით მხოლოდ რისკ-ჯგუფები ისარგებლებენ. კერძო კლინიკებში ახლა ვაქცინა პრაქტიკულად აღარ არის, მარაგებს 10 ნოემბრიდან ელოდებიან.