ოთხკომპონენტიანი ვაქცინები იმუნიზაციის 700-მდე დაწესებულებაშია ხელმისაწვდომი. სახელმწიფო პროგრამით უფასოდ სარგებლობა 15 ნოემბრამდე ყველა ასაკობრივ კატეგორიას შეუძლია. დილიდან აცრაზე მიმართვიანობა გაზრდილია – განსაკუთრებით თბილისში. სეზონური ვირუსების ცირკულაცია ქვეყანაში უკვე დაიწყო. ზამთრის მოახლოებასთან ერთად ექიმები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას პროგნოზირებენ.