გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას აკრიტიკებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, „ქართული ოცნების“ რიტორიკა ემთხვევა რუსულ ნარატივს. მისი თქმით, 7 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია, ამ დღეს დაიწყო რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო ტერორისტული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. ვაშაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ „თვალსაჩინო“ პირებმა ეს თარიღი გამოიყენეს, რომ დაეწყოთ საარჩევნო კამპანია, დასხმოდნენ თავს ოპოზიციას , რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის შეფასებით, საქართველოსთვის შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. მისი თქმით, საქართველომ 7 აგვისტოს სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ზუსტად იმიტომ, რომ დაეცვა თავისი მოქალაქეები.