გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ და გაერთიანების სხვა ლიდერებმა შეხვედრები გამართეს ბათუმში. საუბარი შეეხო კანონპროექტს კანაფის კულტივაციის შესახებ, ბიზნესის წარმოების საკითხს და უმუშევრობას.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ის იქნება თითოეული მოქალაქის უფლებების და ინტერესების დაცვის გარანტი. პენსია გაიზრდება 400 ლარამდე, უსამართლო კრედიტების გადახდაზე გამოცხადდება მორატორიუმი, ხოლო მათი ოდენობა 2012 წელს არსებული ლარის კურსით დაითვლება.