„გაფრთხილება და პრევენცია შესაძლო კანონდარღვევის წინააღმდეგ“ – ასე აფასებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი უწყების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას, ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით. როგორც გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, გაფრთხილება ეკუთვნის იმ ადამიანებს, ვინც შესაძლოა გეგმავს საარჩევნო პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.