გრიბოედოვის თეატრში ნატალია ბურმისტროვას სახელობის საგრიმიორო გაიხსნა

ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრში სახალხო არტისტის ნატალია ბურმისტროვას 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი სახელობის საგრიმიორო გაიხსნა. საგრიმიორო მსახიობის ფოტოებით არის გაფორმებული.

ნატალია ბურმისტროვამ სამსახიობო მოღვაწეობა გრიბოედოვის თეატრში 1948 წელს დაიწყო. შესრულებული აქვს 200-მდე მთავარი როლი. მიღებული აქვს არაერთი პრემია: თბილისის საპატიო მოქალაქე, სსრკ სახალხო არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, შრომის წითელი დროშის ორდენი და საპატიო ნიშნის ორდენი.

მსახიობი 2008 წელს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.