საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა რეგიონებში გრძელდება. ამ წუთისთვის შეხვედრა გორში მიმდინარეობს. მსჯელობას პარლამენტის თავმჯდომარე, ოპოზიციის წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტები ესწრებიან.
გორის უნივერსიტეტში შეკრებილებმა უკვე მოუსმინეს არჩილ თალაკვაძეს. მსჯელობა მოგვიანებით კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვების კომისია რეგიონების შემდეგ ბოლო შეხვედრას დედაქალაქში გამართავს.
განხილვა თბილისში 30 სექტემბერს შედგება.