მაღაზია დააყაჩაღეს გორში, სტალინის ქუჩაზე. მარკეტ ბუმში ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
შეიარაღებულმა პირმა მაღაზიიდან თანხის წაღება შეძლო. გავრცელებული ინფორმაციით, დაყაჩაღების დროს მაღაზიაში მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო. გამოძიება 119-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.