გორში მაღაზია დააყაჩაღეს

18:06, 11.02.2018

მაღაზია დააყაჩაღეს გორში, სტალინის ქუჩაზე. მარკეტ ბუმში  ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

შეიარაღებულმა პირმა მაღაზიიდან თანხის წაღება შეძლო. გავრცელებული ინფორმაციით, დაყაჩაღების დროს მაღაზიაში მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო. გამოძიება 119-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი