აგვისტოს მოვლენები გაიხსენეს გორში, რომელიც 2008 წელს რუსულმა ავიაციამ დაბომბა. რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალის მიმდებარე სკვერში ტრადიციულად სანთლებით გაკეთდა წარწერა 08.08.08. სკვერში მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.