გორის მუნიციპალიტეტის 15 სოფელი დაისეტყვა. მათ შორის, საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფლები: ტყვიავი, შინდისი, ქერე, მერეთი, დიცი და ნიქოზი. დაზიანდა ხეხილისა და ბოსტნეულის ბაღები. სეტყვა სოფლებში თითქმის ათი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.