გორის მერი გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს გაესაუბრა
სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები განახლდა, გორის მერი ჩავიდა. ის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს გაესაუბრა.
რუსი სამხედროები საოკუპაციო ზოლში დილიდან გამოჩნდნენ. სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რამდენიმე დღის წინ დაწყებული რკინის ბოძების მონტაჟი დღეს განახლდა.
რაც შეეხება საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ საქართველოს რვა მოქალაქეს, ისინი ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩებიან.
თემის დეტალები „მოამბეში“.