გორის ცენტრალურ მოედანზე საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. მოეწყობა შსს-ს საგამოფენო და ინტერაქტიული სტენდები. დილიდან გამოიფინება სამხედრო ტექნიკაც. საქართველოს ფოსტის სივრცე კი საბავშვო და შემეცნებითი აქტივობებით დაიტვირთება. ბავშვებს ადგილზე დახვდებათ ზღაპრის გმირები. საღამო კი გორის ქალთა კაპელის საზეიმო კონცერტით დასრულდება.