სოფელ პატარძეულში, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში სახალხო დღესასწაული „გოგლაობა“ იზეიმეს. გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 122 წლისთავთან დაკავშირებულ ზეიმში მონაწილეობდნენ მწერალთა კავშირის წევრები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მწერლის ოჯახის წევრები და თანასოფლელები.
„გოგლაობაზე“ მწერალთა კავშირის მიერ დაწესებული გიორგი ლეონიძის სახელობის პრემია მხატვარ შალვა მატუაშვილს გადაეცა. მერიის კულტურის სამსახურის მიერ დაწესებული ლიტერატურული კონკურსის, „ნატვრის ხის“ გამარჯვებულ მწერლებს გადაეცათ ფულადი ჯილდოები. „გოგლაობაზე“ ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.