ადამიანის უფლებათა ცენტრი და ბიძის მიერ მოკლული 13 წლის გოგიტა ირემაძის მშობლები, საქმის ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველოს გენერალურ პროკურატურას არაერთხელ მიმართეს, რომ დაწყებულიყო გამოძიება არამხოლოდ ექიმების, არამედ პოლიციის თანამშრომლების მიმართაც. ოჯახი უწყებების სამსახურეობრივ გულგრილობაზე საუბრობს და მოითხოვს, რომ 13 წლის გოგიტა ირემაძის მკვლელობის ფაქტზე გაგრძელდეს გამოძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და დადგეს პოლიციის თანამშრომლებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი.
რუსთავში, 13 წლის გოგიტა ირემაძე ბიძამ 10 თებერვალს მოკლა. ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არ მიიღეს.