რეჟისორ გოგი თორაძის ფილმის – „ადმირალი სპადეს“ პრემიერა რიგაში. ლატვიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების მხარდაჭერით გადაღებული კინოსურათი ლატვიის ეროვნულ გმირს, საზღვაო ფლოტის ყოფილ ადმირალს ეძღვნება. ადმირალი სპადე საქართველოს საზღვაო ფლოტის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.
შეკრებილებს მიმართა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა. გამომსვლელებმა ისაუბრეს ფილმის მნიშვნელობასა და საქართველო-ლატვიის ისტორიულ ურთიერთობებზე.