თბილისის საქალაქო სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თავმჯდომარის ეკა გიგაურის სარჩელის განხილვა მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.
მოსარჩელე მხარის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს, სადაც საუბარია, რომ ერთი ადვოკატი მივლინებით გერმანიაში, მეორე კი ბათუმში იმყოფება. ეკა გიგაური რეჟისორ გოგა ხაინდრავას ღირსების შელახვისთვის და ცილისწამებისთვის სამართლებრივ დასჯას და თანხის დაკისრებას ითხოვს.
ხაინდრავას განცხადებით, გიგაური სხდომებს მიზანმიმართულად არ ესწრება.